Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა


პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა ბელორუსიას.

პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა ბელორუსიას.
ამის შესახებ პუტინმა დღეს განაცხადა მოსკოვში, ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ. ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის კონსტიტუციის საფუძველზე ერთიანი სახელმწიფოს დაარსების ვარიანტი – ყველაზე მიზანშეწონილია. მან წამოაყენა წინადადება, რომ 2003 წლის მაისში რეფერენდუმი მოეწყოს ამ საკითხზე, იმავე წლის დეკემბერში – ერთიანი პარლამენტი იქნეს არჩეული, ხოლო 2004 წლის გაზაფხულზე – ახალი სახელმწიფოს მეთაური აირჩიონ. ლუკაშენკას არ გამოუთქვამს ჯერჯერობით თავისი აზრი პუტინის ამ წინადადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG