Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიას მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების


ევროკომისიას მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა-ქვეყნებმა

ევროკომისიას მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა-ქვეყნებმა
ამ ორგანიზაციის ერთიანი პოლიტიკით უნდა იხელმძღვანელონ. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს ვაშინგტონის მიერ გამოთქმული კრიტიკა, რომ თითქოს ”უადგილოა” მცდელობა – აუკრძალო კანდიდატ-ქვეყნებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლის ძალითაც ამერიკელი მშვიდობისდამცველები არ უნდა წარსდგნენ მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. ვაშინგტონი წინ აღუდგა ამგვარი ტრიბუნალის დაარსებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი შესაძლოა პოლიტიკური მიზნით იქნეს გამოყენებული. ხსენებულ შეთანხმებას ჯერჯერობით მხოლოდ ისრაელმა და რუმინეთმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიამ მოუწოდა კანდიდატ-ქვეყნებს, ვიდრე ევროკავშირი არ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, თავი შეიკავონ ამ დოკუმენტის ხელმოწერისაგან.
XS
SM
MD
LG