Accessibility links

საგანგებო სასამართლომ, ჯაკარტაში


საგანგებო სასამართლომ, ჯაკარტაში,

საგანგებო სასამართლომ, ჯაკარტაში,
აღმოსავლეთი ტიმორის ყოფილი გუბერნატორი აბილიო სუარეში, ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევებში სცნო დამნაშავედ და სამი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. პროკურორმა ათწლიანი პატიმრობა მოითხოვა. ორივე მხარეს განაჩენის გასაჩივრება აქვს განზრახული. სუარეში – პირველია იმ 18 ბრალდებულს შორის, რომელთა საქმეებს, ადამიანის უფლებათა საგანგებო სასამართლო არჩევს. წაყენებული ბრალდების თანახმად, ამ ადამიანებმა ძალადობის კამპანია გააჩაღეს 1999 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, როცა აღმოსავლეთი ტიმორის მოსახლეობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ექსტრემისტებმა, რომლებსაც ინდონეზიის ჯარი უმაგრებდა ზურგს, ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს. მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან ინტენსიური ზეწოლის შემდეგ ინდონეზიაში გასულ წელს დაარსდა ადამიანის უფლებათა საგანგებო სასამართლო.
XS
SM
MD
LG