Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროსტიტუციის პრობლემის მოგვარებას ე.წ. ”უმანკოების სახლებით” აპირებენ


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა ახალგაზრდა ქალები, რომლებიც დაუდევრად მოგდებული ჩადრითა

და გამომწვევი მაკიაჟით იქცევენ ყურადღებას, ჩრდილოეთი თეირანის ქუჩებში ჩამწკრივებულან და პოტენციურ მუშტრებს ათვალიერებენ. ასეთი, ირანში საკმაოდ გახშირებული სცენები, რთულ პრობლემად დაატყდა თავს ქვეყნის მუსლიმან მმართველებს, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, გააცნობიერონ, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დასახული ერთ-ერთი მთავარი მიზანი – მორალურად უმწიკვლო საზოგადოების შექმნა – ილუზია იყო. მაგრამ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლები ფარ-ხმალს არ ყრიან: ბოლო ხანს შემუშავებული გეგმის მიხედვით, პროსტიტუცია მაინც უნდა დამარცხდეს. თუ როგორ, მარიამ ჭიაურელისაგან შეიტყობთ მორიგ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო”.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG