Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში


შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში,

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში,
ზალმაი ხალილზადემ განაცხადა, რომ ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის ”კარგი” ურთიერთობა აქვს თავდაცვის მინისტრ მოჰამად ყაზიმ ფაჰიმთან. კარზაიმ, რომელიც ეთნიკური პუშტუნია და უზბეკმა ფაჰიმმა აღუთქვეს ხალილზადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ავღანეთის ეროვნული არმიის შესაქმნელად. ზალმაი ხალილზადემ განაცხადა აგრეთვე, რომ ამერიკის ჯარის სარდლობამ, ავღანეთში, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ყოფილ მოკავშირესთან, ცნობილ ავღანელ საველე მეთაურთან პადშა ხან ზადრანთან, რომელსაც ქალაქ გარდეზის მკვიდრთა დახოცვაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG