Accessibility links

პანკისის პრობლემის ანარეკლი ქართული და რუსული პრესის ფურცლებზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი უწინაც გვითქვამს, რომ პანკისის ხეობაში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება იდეა-ფიქსად იქცა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო წრეებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს,

რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პრესაში ამ ჰიპოთეზურ ღონისძიებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი
წერილები ერთგვარად ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს.

ახმეტის რაიონში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ
სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი კოლონა 14 აგვისტოს გაემგზავრა. ორიოდე დღით ადრე გაზეთი “ახალი ვერსია” წერდა, რომ “რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ხეობაში
თავმოყრილია დაახლოებით ათასი ტერორისტი, რომლებიც რუსეთის გენპროკურატურის მიერ სისხლის სამართლის დამნაშავეებად არიან
გამოცხადებულნი. საქართველოს ხელისუფლება კი, ისევე, როგორც უშიშროების სამინისტრო, რაოდენობას არ ადასტურებს, თუმცა არც სხვა მონაცემებს
ასახელებს”.

გაზეთის აზრით, “ასეთი არცოდნის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბოევიკების რაოდენობის საკითხი პირადი შემოსავლების წყაროს წარმოადგენს”.

ქართული არმიის ოფიცერმა “ახალ ვერსიას” განუცხადა, რომ თავდაცვის
სამინსტრო ხელოვნურად ზრდის როგორც ტერორისტების, ისე სწავლებებში
მონაწილე ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობას. ინკოგნიტო ოფიცრის ნათქვამს
თუ დავუჯერებთ, სინამდვილეში პანკისის ხეობაში რამდენიმე ათეულ ჯარისკაცს ჩაიყვანენ, დანარჩენებისთვის გამოყოფილ ფულს კი ჩაიჯიბავენ.

რაოდენ უსიამოვნოდაც უნდა აღიქმებოდეს ეს ინფორმაცია, რომელსაც
თავდაცვის სანმინისტრო კატეგორიულად უარყოფს, ერთი რამ, თითქოს, ცხადი
უნდა იყოს: წესით და რიგით, ანტიტერორისტული სწავლებების დაწყების
შემდეგ რუსეთი აღარ უნდა ადანაშაულებდეს საქართველოს უმოქმედობაში
ძველებური ენთუზიაზმით.

საინტერესოა, რომ რუსეთის პრესა სულ უფრო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ფედერალური ჯარების ჩარევა პანკისის პრობლემის მოგვარებაში, ყოველგვარ
საღ აზრს მოკლებულია. მაგალითად, 14 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტას”
თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ბევრ რამეში მართალია,
როცა აცხადებს, რომ საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ბოევიკებს. მაგრამ, როგორც გაზეთი წერს, “ცოტა არ იყოს, უცნაურია ლაპარაკი
იმაზე, რომ რუსეთის გარეშე ბოევიკებს ვერასოდეს გაანადგურებენ, მაშინ, როცა
თვით რუსეთში ეს ბოევიკები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე საქართველოში.
უფრო ზუსტად, ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ რაც შეეხება
მოსმენას…”

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, თბილისი სულაც არ არის ვალდებული
დაიჯეროს, რომ რუსეთის ჯარებს პანკისის პრობლემის გადაჭრის უნარი
შესწევთ. შემდეგ გაზეთი წერს, რომ “მოსკოვს ჯერჯერობით წესრიგის
ამგვარად დამყარების მხოლოდ ერთი მაგალითი აქვს – ეს ჩეჩნეთია. მაგრამ ეს
მაგალითი რაღაც უსახური გამოდგა და მიღწევებს ნამდვილად ვერ მიაკუთვნებ.
ამდენად, გამოდის, რომ თუ თბილისი გულწრფელად მოინდომებს რუსეთის
სამხედროების პანკისში მიპატიჟებას, ისინი “ჩეჩნეთის გამეორებაზე” გაწირავენ ხეობას, რადგან კონტრტერორისტულ ოპერაციებს სხვანაირი შედეგი რატომღაც
არ მოაქვს”.

გაზეთი “ვრემია” კი აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე გაკვირვებულია
ერთი გარემოების გამო. მისი თქმით, როცა რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოდიოდა ორი შეიარაღებული ჯგუფი, რუსეთის მესაზღვრეებმა თავდაპირველად ცეცხლი გაუხსნეს ჩეჩნებს, შემდეგ მიიღეს ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და მშვიდობიანად გაატარეს ისინი საქართველოს ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG