Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭომ – ერაყის


რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭომ – ერაყის უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ –

რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭომ – ერაყის უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ –
დღევანდელ სხდომაზე ახალი შვიდწლიანი ვადით ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე წამოაყენა სადამ ჰუსეინის კანდიდატურა. სხდომა თავად სადამ ჰუსეინის თავმჯდომარეობით ჩატარდა. მისი კანდიდატურა საერთოეროვნულ რეფერენდუმზე უნდა იქნეს მოწონებული ოქტომბერში. წინა რეფერენდუმზე – 1995 წლის შემოდგომაზე – სადამ ჰუსეინს ხმა მისცა ერაყელ ამომრჩეველთა 99-მა მთელმა და 9 მეათედმა პროცენტმა. სადამ ჰუსეინი ქვეყანას 1979 წლიდან მართავს. იგი არის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მარშლის წოდებით.
XS
SM
MD
LG