Accessibility links

logo-print

დღეს უნდა გამართულიყო ისრაელის თავდაცვის


დღეს უნდა გამართულიყო ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბინიამინ ბენ-ელიეზერისა და პალესტინის ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრის აბდელ რაზაყ ალ-იაჰიას შეხვედრა.

დღეს უნდა გამართულიყო ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბინიამინ ბენ-ელიეზერისა და პალესტინის ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრის აბდელ რაზაყ ალ-იაჰიას შეხვედრა.
მასზე უნდა განხილულიყო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დაკავებული ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივ გაყვანას პალესტინელთა ხელისუფლების მიერ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ. შეხვედრა მომავალი კვირისთვის გადაიდო. გუშინ ისრაელმა რეიდი განახორციელა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომლის დროსაც მოკლულ იქნენ ორგანიზაცია ”ჰამასის” წარმომადგენელი ნასრ ჯერარი და პალესტინელი სამოქალაქო პირი. ისრაელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ”ბ’ცელემი” იტყობინება, რომ ისრაელის ჯარებმა ოპერაციის დროს ცოცხალ ფარად გამოიყენეს პალესტინელი ახალგაზრდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა იაელ შტაინმა განაცხადა, რომ 19 წლის ნიბალ აბუ მხისანი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული, როცა ისრაელმა ჯარისკაცებმა აიძულეს იგი, დაეკაკუნებინა სახლზე, რომელსაც ჯერარი აფარებდა თავს. ახლახან მოსული ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებმა მოკლეს პალესტინელი ბიჭი. კიდევ ორი პალესიტნელი დაიჭრა. ისრაელის ჯარები იტყობინებიან, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნეს მას მერე, რაც მათ ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკის მხრიდან ესროლეს.
XS
SM
MD
LG