Accessibility links

logo-print

დღეს გერმანიის ქალაქ დრეზდენში ათასობით


დღეს გერმანიის ქალაქ დრეზდენში ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული მდინარე ელბეს ადიდების გამო. დრეზდენის ბურგომისტრის, ინგოლფ როსბერგის თქმით,

დღეს გერმანიის ქალაქ დრეზდენში ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული მდინარე ელბეს ადიდების გამო. დრეზდენის ბურგომისტრის, ინგოლფ როსბერგის თქმით,
შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, რამდენად აიწევს წყლის დონე. [როსბერგის ხმა] ”ელბეში წყლის დონე კვლავაც მატულობს და ამ მომენტისთვის შეუძლებელია თქმა, როდემდე გაგრძელდება ეს. ჩვენის აზრით, წყლის დონე დრეზდენში ცხრანახევარ მეტრზე მაღლა აიწევს”. გერმანიაში წყალდიდობის მსხევრპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე წყალდიდობებისგან ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ევროპასა და რუსეთში. უახლოეს დღეებში ბერლინში დაგეგმილია წყალდიდობით დაზარალებული ქვეყნების ლიდერთა სამიტი. დღეს პრაღაში პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი. ევროპის კავშირი ჩეხეთის რესპუბლიკას 60 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაჰპირდა. პრაღაში წყლის დონემ უკან დაიწია, მაგრამ უკანასკნელ დღეებში სერიოზულად დაზარალდა ქალაქის ისტორიული ნაწილი.
XS
SM
MD
LG