Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს
გრძელდებოდეს კონტაქტები ოფიციალურ თბილისსა და ჩეჩენ ლიდერ ასლან მასხადოვს შორის. ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარეს ახსნა-განმარტება მოსთხოვა მასხადოვის მთავრობის ვიცე-პრემიერის, ახმედ ზაკაევის განცხადებასთან დაკავშირებით. ზაკაევის თანახმად, საქართველოს მთავრობასთან ჩეჩენი ლიდერის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში აღნიშნულია, რომ ამგვარი კონტაქტები ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
XS
SM
MD
LG