Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ღამით ამერიკის ქალაქ მემფისში


წუხელ ღამით ამერიკის ქალაქ მემფისში ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ”როკენროლის მეფის”,

წუხელ ღამით ამერიკის ქალაქ მემფისში ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ”როკენროლის მეფის”,
ელვის პრესლის გარდაცვალების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. ნაშუაღამევს გაიხსნა პრესლის სახლის ჭიშკარი და თაყვანისმცემლებმა მომღერლის საფლავზე ყვავილების მიტანა შეძლეს. დღეს მემფისში იმართება პრესლის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და მისი ორეულების კონკურსი. ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დღეს რადიოჟურნალ ”მეათე სტუდიაში” ელვის პრესლისადმი მიძღვნილი სპეციალური გადაცემა შეგიძლიათ მოისმინოთ.
XS
SM
MD
LG