Accessibility links

logo-print

რომის პაპი იოანე პავლე მეორე


რომის პაპი იოანე პავლე მეორე დღეს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩავიდა. თავის მშობლიურ ქალაქში იგი ოთხ დღეს დაჰყოფს.

რომის პაპი იოანე პავლე მეორე დღეს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩავიდა. თავის მშობლიურ ქალაქში იგი ოთხ დღეს დაჰყოფს.
1978 წელს პაპად არჩევამდე იოანე პავლე მეორე, რომლის საერო სახელია კაროლ ვოიტილა, მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა კრაკოვში – პოლონეთის ყოფილ დედაქალაქში. პაპი გაჩერდება რეზიდენციაში, რომელიც ადრე ეკავა არქიეპისკოპოსად, შემდეგ კი კარდინალად ყოფნისას. იოანე პავლე მოერე კვირას ღია ცის ქვეშ ჩაატარებს წირვას. მას, როგორც ვარაუდობენ, ორ მილიონზე მეტი მორწმუნე დაესწრება.
XS
SM
MD
LG