Accessibility links

logo-print

უნგრეთის ორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა


უნგრეთის ორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა აღიარა, რომ საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა კომუნისტების მმართველობის პერიოდში.

უნგრეთის ორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა აღიარა, რომ საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა კომუნისტების მმართველობის პერიოდში.
უნგრეთის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ჟიგმონდ იარაიმ გაზეთ ”მადიარ ნემზეტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კონტრდაზვერვაში მუშაობდა 80-იანი წლების შუიდან 1989 წელს კომუნიზმის დაცემამდე. ამავე გაზეთის პარასკევის ნომერში სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა იმრე ბოროშმა აღიარა, რომ თანამშრომლოდა საიდუმლო პოლიციასთან, მაგრამ იძულებით აკეთებდა ამას. მიმდინარე წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა პეტერ მედიეშიმაც აღიარა, რომ 1977-დან 1982 წლამდე მუშაობდა კონტრდაზვერვაში, რომელსაც კონსულტაციას უწევდა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
XS
SM
MD
LG