Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მზად არის მიიღოს გაეროს


ერაყი მზად არის მიიღოს გაეროს სამხედრო ექსპერტები ქვეყანაში მათი მუშაობის თაობაზე მოსათათბირებლად

ერაყი მზად არის მიიღოს გაეროს სამხედრო ექსპერტები ქვეყანაში მათი მუშაობის თაობაზე მოსათათბირებლად
– განაცხადა პარასკევს გაეროში ერაყის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-ნურიმ. მისი სიტყვებით, ასეთი შინაარსისაა წერილი, რომელიც ერაყის მთავრობამ გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს. გასულ კვირაში ანანმა უკუაგდო ბაღდადის ანალოგიური წინადადება და აღნიშნა, რომ ინსპექტორების დაბრუნება რაიმე წინასწარი პირობის გარეშე უნდა მოხდეს. ერაყის ხელისუფლებამ გაეროს ინსპექტორები ქვეყნიდან გააძევა 1998 წელს. მსოფლიო თანამეგობრობა დაჟინებით მოითხოვს ინსპექციის განახლებას, რათა ხელი შეუშალოს ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას.
XS
SM
MD
LG