Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრეზდენში კვლავაც კრიზისული ვითარებაა, მიუხედავად


დრეზდენში კვლავაც კრიზისული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონე ელბაში თანდათანობით კლებულობს

დრეზდენში კვლავაც კრიზისული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონე ელბაში თანდათანობით კლებულობს
წყლის დონემ მდინარე ელბაში დღეს დილით რეკორდულ მაჩვენებელს – 9 მეტრსა და 40 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო ამჟამად თანდათანობით მცირდება. განვლილი 500 წლის მანძილზე ამ, ყველაზე გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დრეზდენის ისტორიული ცენტრი – წყლით დაიფარა. ქალაქის 40 ათასი მკვიდრი იძულებული გახდა თავისი სახლები დაეტოვებინა. 500 000 ადამიანი, რაც ქალაქის საერთო მოსახლეობის ნახევარია, ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. ქალაქში, სასმელი წყლისა და სურსათის უკმარისობაა. ელბის ქვედაწელში მდებარე გერმანიის ქალაქებისა და სოფლების ასი ათასი მაცხოვრებელი – ევაკუირებულია. საგანგებო მდგომარეობაა უნგრეთში, სადაც დღეს, წყალდიდობის პიკია მოსალოდნელი მდინარე დუნაიში. ჩეხეთის რესპუბლიკაში, წყლის დონე მდინარეებში თანადათანობით კლებულობს, თუმცა ზოგიერთ რაიონში კვლავაც საგანგებო ვითარებაა. ათეული ათასობით ადამიანს ჯერაც არ შეუძლია თავის სახლებში დაბრუნება.
XS
SM
MD
LG