რომის პაპმა იოანე მეორემ, დღეს კრაკოვში, ღვთაებრივი მადლის ტაძარი აკურთხა.
ამ ტაძარში განისვენებს მონაზონი და, ფაუსტინა კოვალსკა, რომელიც 2000 წელს წმინდანად შეაცხა რომის პაპმა. კრაკოვის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გულთბილი შეხვედრა მოუწყო იოანე პავლე მეორეს, რომელიც 1978 წლამდე, როცა იგი რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს, კრაკოვის არქიეპისკოპოსი იყო და ამ ქალაქში გაატარა თავის ცხოვრების დიდი ნაწილი. დღესვე, რომის პაპი პოლონეთის პრეზიდენტს ალექსანდრ კვაშნევსკისა და პრემიერ-მინისტრს ლეშეკ მილერს შეხვდა. ხვალ, კრაკოვში, იოანე პავლე მეორე, მესას ჩაატარებს ღია ცის ქვეშ.