Accessibility links

ვედენოს რაიონის სოფელ დიშნე-ვედენოს მახლობლად


ვედენოს რაიონის სოფელ დიშნე-ვედენოს მახლობლად, ჩეჩენმა მეამბოხეებმა დღეს ფედერალური ჯარის ავტოკოლონას

ვედენოს რაიონის სოფელ დიშნე-ვედენოს მახლობლად, ჩეჩენმა მეამბოხეებმა დღეს ფედერალური ჯარის ავტოკოლონას
გაუხსნეს ცეცხლი. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, წუხელ, გროზნოს შემოგარენში 2 ჯარისკაცი დაიჭრა; მათი ავტომანქანა – ნაღმზე აფეთქდა. ურუს მართანის რაიონული ადმინისტრაციის მონაცემებით, გუშინდელი შეიარაღებული შეტაკებების დროს, სოფლებში: შალაჟისა და მარტან-ჩუში სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. იუწყებიან აგრეთვე, რომ სოფელ გეხი-ჩუში, ჩეჩენთა შეიარაღებული რაზმია შესული. სამხედროები აცხადებენ, რომ გუშინ ამ სოფელში 50-დან 70-დე მეამბოხე იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG