Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის წარმომადგენელმა მოჰამად


დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-ჰინდიმ

დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-ჰინდიმ
დღეს ქალაქ ღაზაში განაცხადა, რომ პალესტინელთა ფრაქციები მომავალ კვირაში განაახლებენ კონსულტაციებს ისრაელის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შესამუშავებლად. პალესტინელთა 13 ფრაქცია გასულ კვირაში შეიკრიბა საგანგებო თათბირზე, მაგრამ მოლაპარაკება ჩიხში მოექცა იმის გამო, რომ უთანხმოებამ იჩინა თავი პალესტინის მომავალი სახელმწიფოს საზღვრების თაობაზე. ისლამისტური დაჯგუფებები მოითხოვენ, რომ პალესტინის მომავალ სახელმწიფოს ისრაელის მიერ 1948 წელს დაკავებული ტერიტორები გადაეცეს. რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა უარი განაცხადეს ამასთანავე წამოყენებულ წინადადებაზე, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში შეიზღუდოს ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმები.
XS
SM
MD
LG