Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სულ მალე, თავის ჯარს


საქართველო სულ მალე, თავის ჯარს შეიყვანს პანკისის ხეობაში.

საქართველო სულ მალე, თავის ჯარს შეიყვანს პანკისის ხეობაში.
ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა. მან თქვა, რომ ხეობის ყველა დასახლებულ პუნქტში განთავსდება შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები, რომლებსაც დავალებული აქვთ ”ადგილობრივ და ჩასულ დამნაშავეებს ებრძოლონ”. ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად პანკისის ხეობაში შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლები არ არიან, და თან დასძინა, რომ ვიდრე პანკისში არ განიმუხტება ვითარება, ჯარი არ დატოვებს ხეობას.
XS
SM
MD
LG