Accessibility links

logo-print

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონში,

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონში,
ისრაელის ჯართან მომხდარი შეტაკებებისას დღეს რამდენიმე პალესტინელი დაიჭრა. ისრაელის ჯარის სარდლობის ცნობით, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე პალესტინელმა კომენდანტის საათი დაარღვია. ამასობაში, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე დაბა რაფაში ისრაელმა სამხედროებმა დააპატიმრეს 3 პალესტინელი, რომლებმაც ეგვიპტის საზღვარზე სცადეს გადასვლა. კიდევ 3 პალესტინელი ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ისავიაში დააპატიმრა იმის გამო, რომ პალესტინელებმა ქვები ესროლეს ისრაელის ავტომანქანას.
XS
SM
MD
LG