Accessibility links

logo-print

გერმანიის ქალაქებში მდინარე ელბაზე, მათ


გერმანიის ქალაქებში მდინარე ელბაზე, მათ შორის მაგდებურგსა და დესაუში

გერმანიის ქალაქებში მდინარე ელბაზე, მათ შორის მაგდებურგსა და დესაუში
– ხალხი თადარიგს იჭერს წყალდიდობის პიკის მოლოდინში, ხოლო სხვა დასახლებულ პუნქტებში წყლის დონემ კლება დაიწყო. წყლის დონემ ელბაში, დღეს დილით რეკორდულ მაჩვენელებს 9 მეტრნახევარს მიაღწია დრეზდენში, ხოლო ამჟამად თანდათანობით კლებულობს. სამრეწველო ქალაქ ბიტერფელდში 16000 ადამიანი იქნა ეკაკუირებული, ვინაიდან შიშობენ, რომ წყალდიდობამ შესაძლოა იქ მდებარე ქიმიური ქარხნები დააზიანოს. პრაღაში, წყლის დონე მდინარე ვლტავაში თანდათანობით კლებულობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ფინანსური და მატერიალური დახმარება აღუთქვა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ჩეხეთის რესპუბლიკას. ასეთივე ინიციატივით გამოვიდნენ ევროპის ქვეყნებიც, რომლებსაც რუსეთი შეუერთდა. ხვალ ბერლინში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერები აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად ერთობლივი პროგრამის შემუშავებაზე ითათბირებენ.
XS
SM
MD
LG