Accessibility links

სერბიის სოციალისტურმა პარტიამ უარყო თავისი


სერბიის სოციალისტურმა პარტიამ უარყო თავისი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის წინადადება,

სერბიის სოციალისტურმა პარტიამ უარყო თავისი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის წინადადება,
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭიროს ულტრანაციონალისტ ვოისლავ შეშელის კანდიდატურას. იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტმა ამ წინადადების შემცველი წერილი თავის პარტიას ჰააგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალიდან გაუგზავნა. მაგრამ მილოშევიჩის თანამებრძოლები პირველად შეეწინააღმდეგნენ მას. გუშინ გამართულ თათბირზე ოპოზიციაში მყოფმა სოციალისტებმა დაადგინეს, რომ საკუთარ კანდიდატს წარმოადგენენ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მის ვინაობას ოთხშაბათს დაასახელებენ. ბელგრადში სერბიის მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, მიროსლავ ლაბუსის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. როგორც ვარაუდობენ, მისი ძირითადი კონკურენტი იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა. საპრეზიდენტო არჩევნები სერბიაში 29 სექტემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG