Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროსთან არსებული ერაყის განიარაღების კომისიის


გაეროსთან არსებული ერაყის განიარაღების კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიკსმა დღეს გაიმეორა, რომ სამხედრო ინსპექტორები მზად არიან, გააგრძელონ ერაყში მუშაობა,

გაეროსთან არსებული ერაყის განიარაღების კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიკსმა დღეს გაიმეორა, რომ სამხედრო ინსპექტორები მზად არიან, გააგრძელონ ერაყში მუშაობა,
ოღონდ მხოლოდ გაეროს პირობებით. რადიოსადგურ ბი-ბი-სის-თვის მიცემულ ინტერვიუში ბლიკსმა აღნიშნა, რომ ერაყის ხელისუფლება ამჯობინებს არა იმდენად სამხედრო ობიექტების ინსპექციის განახლებაზე, რამდენადაც ამ ინსპექციის პირობებზე საუბარს. პარასკევს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს წარუდგინა მორიგი ათგვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ბაღდადი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით გამოდის. გაერო – ხაზგასმით აღნიშნა ბლიკსმა – მოითხოვს, რომ რაიმე მოლაპარაკებების დაწყებამდე ქვეყანაში დაშვებული უნდა იქნენ ინსპექტორები, რომლებმაც ორთვიანი მუშაობის შემდეგ პირველი დასკვნები და სამომავლო გეგმები უნდა წარმოადგინონ. გაეროს ექსპრეტები შეუზღუდავად უნდა იქნენ დაშვებული ნებისმიერ ობიექტზე, ნებისმიერ დროსო, გაიმეორა მან.
XS
SM
MD
LG