Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაადასტურა, რომ აპირებს ერაყთან


რუსეთმა დაადასტურა, რომ აპირებს ერაყთან 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება გააფორმოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე.

რუსეთმა დაადასტურა, რომ აპირებს ერაყთან 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება გააფორმოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე.
როგორც რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ოლეგ ბუკლემეშევმა, ამჟამად შეთანხმების ტექსტის მომზადება მიმდინარეობს. ბუკლემეშევმა უარი განაცხადა ეთქვა, როდის მოაწერენ ხელს შეთანხმებას. მან მხოლოდ დასძინა, რომ შეთანხმება არაფრით არ დაარღვევს ერაყის წინააღმდეგ 1991 წელს შემოღებული სანქციების რეჟიმს. ვაშინგტონმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვს ახსოვს თავისი მოვალეობები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებითაა ნაკარნახევი.
XS
SM
MD
LG