Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ ევროპაში გრძელდება წყალდიდობით მიყენებული


ცენტრალურ ევროპაში გრძელდება წყალდიდობით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცენტრალურ ევროპაში გრძელდება წყალდიდობით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში მდინარე ელბეს დონეს ჯერ არ დაუწევია. მაგრამ დრეზდენში, საქსონიის დედაქალაქში, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა წყალდიდობისგან, წყალი უკვე იკლებს. დღეს ადიდებულმა მდინარემ ნაწილობრივ დაფარა წყლით სამრეწველო ცენტრი ბიტერფელდი. გერმანიაში წყალდიდობით მიყენებული ზარალი წინასწარი ვარაუდით 15 მილიარდ ევროს აღწევს. წყალდიდობის მოლოდინში 20 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს უნგრეთში კაშხლების გასამაგრებლად. 1700-მდე ადამიანი იქნა ევაკუირებული ქვეყნის მასშტაბით. წყლით დაფარვა ემუქრება ბუდაპეშტის ჩრდილოეთით მდებარე 28 სოფელს. ჩეხეთის რესპუბლიკაში წყლის დონე სწრაფად იკლებს. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობის შედეგად კვირას პრაღაში მესამე სახლი დაინგრა. მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG