Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას საღამოს ბერლინში გაიმართა გერმანიის


კვირას საღამოს ბერლინში გაიმართა გერმანიის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის შეხვედრა ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის ლიდერებთან, აგრეთვე ევროპის კომისიის პრეზიდენტ რომანო პროდისთან.

კვირას საღამოს ბერლინში გაიმართა გერმანიის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის შეხვედრა ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის ლიდერებთან, აგრეთვე ევროპის კომისიის პრეზიდენტ რომანო პროდისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს დაზარალებული რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. რომანო პროდიმ თქვა, რომ ევროპის კავშირი დაეხმარება ყველა დაზარალებულ ქვეყანას განურჩევლად იმისა, კავშირის წევრები არიან თუ არა ისინი. გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელდება უცხოეთიდან ჰუმანიტარული დამახმარების ჩატანა. შვეციამ ასობით ტუმბო და სამრეწველო საშრობი გაუგზავნა ჩეხეთის რესპუბლიკას. რუსეთმა განაცხადა, რომ იგი აღჭურვილობას და ექსპერტებს გააგზავნის გერმანიისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
XS
SM
MD
LG