Accessibility links

logo-print

დღეს ორ მილიონზე მეტი ადამიანი


დღეს ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო ღია ცის ქვეშ წირვას, რომელიც რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ჩაატარა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში.

დღეს ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო ღია ცის ქვეშ წირვას, რომელიც რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ჩაატარა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში.
მან დამსწრეთ მიმართა, რომ ახალ ეპოქაში გაფრთხილდნენ ახალი უცნობი საფთხის წინაშე, რაც მოდერნიზაციას მოჰყვება თან. მისი თქმით, მიუხედავად მრავალ სფეროში უეჭველი წარმატებისა, მე-20 საუკუნემ კაცობრიობას მრავალი ბოროტება მოუტანა. პაპმა გააკრიტიკა გენური ინჟინერია და ევთანასია, როგორც ადამიანის მცდელობა, დაიკავოს ღვთის ადგილი და ჩაერიოს ”ადამინის სიცოცხლის საიდუმლოში”. თვითმხილველთა თქმით, 82 წლის პაპი, ერისკაცობაში კაროლ ვოიტილა, ძალამომატებული ჩანს მას მერე, რაც იგი დაბრუნდა მშობლიურ კრაკოვში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა და არქიეპისკოპოსი იყო 1978 წელს პაპად არჩევამდე.
XS
SM
MD
LG