Accessibility links

logo-print

ცნობილი პალესტინელი ტერორისტი აბუ ნიდალი


ცნობილი პალესტინელი ტერორისტი აბუ ნიდალი მოკლულია,

ცნობილი პალესტინელი ტერორისტი აბუ ნიდალი მოკლულია,
ან შესაძლოა მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. პალესტინის გაზეთის ”ალ-აიამის” ცნობით, აბუ ნიდალის გვამი სამი დღის წინ ნახეს მის საკუთარ სახლში, ბაღდადში. ტერორისტი – ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სხვადასხვა წყაროების ცნობის თანახმად, საბრი ალ-ბანამ, რომელიც უფრო აბუ ნიდალის სახელით იყო ცნობილი, როგორც ჩანს, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აბუ ნიდალის გარდაცვალების ფაქტი როიტერისა და ფრანს-პრესის სააგენტოებმა დაადასტურეს. ნიდალი, რომელიც იასირ არაფატის შეურიგებელი მტერი იყო, მეთაურობდა ”ფაჰთის” რევოლუციურ საბჭოს – რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც 1974 წელს - პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას გაემიჯნა. ამ დაჯგუფებამ მსოფლიოს 20 სახელმწიფოში განახორციელა მრავალი ტერორისტული აქტი, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმის სამიზნეები, როგორც წესი, ისრაელის მკვიდრნი, აგრეთვე ამერიკელები, ევროპელები და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერები იყვნენ.
XS
SM
MD
LG