Accessibility links

logo-print

ჩინეთში გრძელდება გაეროს ადამიანის უფლებათა


ჩინეთში გრძელდება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის,

ჩინეთში გრძელდება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის,
მერი რობინსონის ოფიციალური ვიზიტი. სექტემბერში, მერი რობინსონი სტოვებს ამ თანამდებობას. პრესკონფერენიაზე დღეს პეკინში, რობინსონმა ”ღრმა შეშფოთება” იმის გამო, რომ ჩინეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. მან მოიხსენია მშრომელთა საპროტესტო გამოსვლების ლიდერთა ამასწინანდელი დაპატიმრება, უიგურ მუსლიმანთა უმცირესობის დევნა-შევიწროება და ის ფაქტიც, რომ ჩინეთში გახშირდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყება და დასავლეთის ქვეყნები აკრიტიკებენ ჩინეთის სასამართლო სისტემას, რომელიც, მათი აზრით, ყოველნაირად ახშობს ქვეყანაში თავისუფლ აზრს. პეკინიდან მერი რობინსონი ჯერ კამბოჯას, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორს ეწვევა.
XS
SM
MD
LG