Accessibility links

logo-print

დღეს ავღანეთში საზეიმოდ აღინიშნა ამ


დღეს ავღანეთში საზეიმოდ აღინიშნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 83-ე წლისთავი.

დღეს ავღანეთში საზეიმოდ აღინიშნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 83-ე წლისთავი.
საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც სხვებთან ერთად ამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი და ყოფილი მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰიც ესწრებოდნენ, ქაბულის სტადიონზე გაიმართა. სამხედრო აღლუმი, ეკონომიკური მოსაზრებით, არ გამართულა. ზეიმს, თალიბების 6-წლიანი მმართველობის შემდეგ, პირველად, ქალებიც ესწრებოდნენ. უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ქაბულში, ავღანეთის სამთავრობო ჯარისა და შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების დამატებითი შენაერთები იქნა მობილიზებული.
XS
SM
MD
LG