Accessibility links

ერაყის პარლამენტმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე


ერაყის პარლამენტმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე,

ერაყის პარლამენტმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე,
მორიგი შვიდწლიანი ვადით, კვლავ სადამ ჰუსეინის კანდიდატურა წამოაყენა. დეპუტატებს ერთადერთი კანდიდატურა შესთავაზეს. კენჭისყრა – ღია იყო. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში ერაყის პარლამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა, სადამ ჰუსეინის ბრძნული და ისტორიული ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინასვლას. ამჯერად, რეგლამენტის შესაბამისად, ოქტომბერში, ერაყში უნდა მოეწყოს რეფერენდუმი, და ხალხს - ბელადის კანდიდატურის მხარდაჭერას შესთავაზებენ. რეფერენდუმზე, როგორც წესი, სადამ ჰუსეინი ხმების 99 პროცენტზე მეტს ღებულობს. 65 წლის დიქტატორი 1979 წლიდან მართავს ერაყს. იგი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავარსარდალი, რევოლუციური სარდლობის საბჭოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ”ბაათის” ლიდერიცაა.
XS
SM
MD
LG