Accessibility links

logo-print

პრაღის ზოოპარკიდან გაქცეული ზღვის ლომი


პრაღის ზოოპარკიდან გაქცეული ზღვის ლომი შეიპყრეს

პრაღის ზოოპარკიდან გაქცეული ზღვის ლომი შეიპყრეს
წყლით დაფარული პრაღის ზოოპარკიდან ოთხშაბათს გაქცეული ზღვის ლომის გასტონის თავისუფლება მდინარეების: ჯერ ვლტავის, ხოლო შემდეგ ელბის ტალღებში დღეს დასრულდა ქალაქ დრეზდენის ჩრდილოეთით, როცა გერმანელმა მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს გასტონი. გასტონთან ერთად კვიდევ 3 დედალი ზღვის ლომი გაიქცა, როცა ადიდებულმა ვლტავამ მათი აუზი დაფარა. დედალი ლომები სულ მალე შეიპყრეს, ხოლო გასტონი ხელიდან გაუსხლტა ჯერ ჩეხ, ხოლო შემდეგ გერმანელ მაშველებს. ზოოპარკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასტონი კარგად გრძნობს თავს.
XS
SM
MD
LG