Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარის გაყვანა ღაზის სექტორიდან


ისრაელის ჯარის გაყვანა ღაზის სექტორიდან

ისრაელის ჯარის გაყვანა ღაზის სექტორიდან
და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ბეთლებიდან, ისრაელსა და პალესტინელთა ავტონომიას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, არ დაწყებულა. შეთანხმებას ჯარის ნაწილობრივი გაყვანის შესახებ კვირას მოაწერეს ხელი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ელიეზერმა და პალესტინელთა ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდელ რაზაქ ალ-იაჰიამ. დღეს ორივემ განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს შეთანხმების შესასრულებლად. გეგმის თანახმად, თუ პალესტინელთა ხელისუფლება წესრიგს დაამყარებს ღაზის სექტორსა და ბეთლემში, ისრაელის ჯარი პალესტინელთა სხვა ქალაქებიდანაც იქნება გაყვანილი. ამასობაში, ორშაბათს, პალესტინელთა ტერიტორიებზე გრძელდებოდა შეტაკებები. ნაბლუსში, ისრაელმა სამხედროებმა ნახეს და გაანადგურეს ლაბორატორია, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდნენ. ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა: ჰამასმა, ისლამურმა ჯიჰადმა და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა დღეს კვლავ განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ ისრაელ მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG