Accessibility links

logo-print

სირიაში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანის


სირიაში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანის უფლებათა თვალსაჩინო აქტივისტს ჰაბიბ ისას.

სირიაში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანის უფლებათა თვალსაჩინო აქტივისტს ჰაბიბ ისას.
ისა, რომელიც ვექილია, სასამართლომ კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაში, შეიარაღებული ამბოხებისკენ წაქეზებაში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში სცნო დამნაშავედ. თუმცა, ჰაბიბ ისას დამცველი ვექილი აცხადებს, რომ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკური სარჩული უდევს და მთავრობისადმი ნებისმიერი ოპოზიციის დასაშინებლადაა გამიზნული. ისას სასამართლოზე ჟურნალისტები არ დაუშვიათ. ისა, 9 სხვა დისიდენტთან ერთად 1 წლის წინ დააპატიმრეს სირიაში, როცა მთავრობამ პრო-დემოკრატიული მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. 6 დისიდენტს ამას წინათ მიუსაჯეს პატიმრობა სხვადასხვა ვადით ხუთიდან ათ წლამდე. კიდევ სამი პატიმრის სასამართლო პროცესი ამ თვის დამლევს გაიმართება.
XS
SM
MD
LG