Accessibility links

logo-print

სლოვაკეთის პარლამენტმა თავისი გაიტანა და


სლოვაკეთის პარლამენტმა თავისი გაიტანა და მხარი დაუჭირა იმ საქმეების განსაიდუმლოებას, რომლებიც მოქალაქეებზე კომუნისტური რეჟიმის დროს იყო შედგენილი.

სლოვაკეთის პარლამენტმა თავისი გაიტანა და მხარი დაუჭირა იმ საქმეების განსაიდუმლოებას, რომლებიც მოქალაქეებზე კომუნისტური რეჟიმის დროს იყო შედგენილი.
დეპუტატებმა გადალახეს პრეზიდენტ რუდოლფ შუსტერის ვეტო და ახალ კანონმდებლობას მხარი დაუჭირეს ხმების დიდი უმრავლესობით – 82-ით 10-ის წინააღმდეგ. ამიერიდან სლოვაკეთის მოქალაქეებს შეეძლებათ დაუბრკოლებლად გაეცნონ თავიანთ დოსიეებს. საქმეები დაცული იქნება ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტში, რომლის შექმნას უკვე მიმდინარე წელს გეგმავენ.
XS
SM
MD
LG