Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავე, რომელსაც მცხეთის მახლობლად 3


დამნაშავე, რომელსაც მცხეთის მახლობლად 3 პირი 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი და შსს-ს სპეციალური ოპერაციის შედეგად სამშაბათს დილით იქნა ლიკვიდირებული,

დამნაშავე, რომელსაც მცხეთის მახლობლად 3 პირი 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი და შსს-ს სპეციალური ოპერაციის შედეგად სამშაბათს დილით იქნა ლიკვიდირებული,
აფხაზეთიდან დევნილი 21 წლის ლუხუმ დარჩია აღმოჩნდა. იგი გალის რაიონის სოფელ დარჩელში იყო დაბადებული და ამჟამად თბილისში, ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. დარჩია წარსულში იარაღის უკანონო ტარებისათვის იყო ნასამართლევი. სპეცოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს, საგზაო პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის დანაყოფები. ღონისძიებას უშუალოდ შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მძევალთაგან არცერთი არ დაზარალებულა, თუმცა ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG