Accessibility links

logo-print

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში წყალდიდობის საფრთხე, როგორც


გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში წყალდიდობის საფრთხე, როგორც ჩანს, აღარ არის. წყალდიდობას გადაურჩა საქსონია-ანჰალტის მიწის დედაქალაქი მაგდებურგი.

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში წყალდიდობის საფრთხე, როგორც ჩანს, აღარ არის. წყალდიდობას გადაურჩა საქსონია-ანჰალტის მიწის დედაქალაქი მაგდებურგი.
წყლის დონე მდინარე ელბაში მეტრნახევრით ნაკლები იყო ნავარაუდევზე. წყალდიდობის გზაზე რჩება მხოლოდ ჰამბურგი, რომელიც ზღვასთან მდინარე ელბის შესართავის მახლობალად მდებარეობს. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ქალაქს საფრთხე არ ემუქრება. ევროპის სამხრეთში გრძელდება ძლიერი წყალდიდობა მდინარე დუნაიზე. ამჟამად წყალდიდობას ელოდებიან ხორვატიაში. ქალაქების, ვუკოვარისა და დალის რაიონში წყლის დონე განუწყვეტლივ მატულობს. ევროპის ქვეყნებში წყალდიდობით მიყენებული ზარალი მიახლოებითი დაანგარიშებით ათეულობით მილიარდი ევროთი განიზომება. მხოლოდ გერმანიაში 15 მილიარდ ევრომდე ზარალს ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG