Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან იტყობინებიან, რომ გამომძიებლებმა რაკეტის


რუსეთიდან იტყობინებიან, რომ გამომძიებლებმა რაკეტის გამშვები დანადგარი იპოვეს ჩეჩნეთში, იმ ადგილის სიახლოვეს,

რუსეთიდან იტყობინებიან, რომ გამომძიებლებმა რაკეტის გამშვები დანადგარი იპოვეს ჩეჩნეთში, იმ ადგილის სიახლოვეს,
სადაც გუშინ რუსეთის ვერტმფრენის აფეთქების შედეგად ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სააგენტო”ინტერფაქსი” იმოწმებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ანონიმ წარმომადგენელს, რომლის თქმით, ”სტრელას” ტიპის რაკეტის გამშვები იქნა ნაპოვნი ინციდენტის სიახლოვეს. ამავე სააგენტოს ცნობით, თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ვიღაცამ რაკეტა გაისროლა იმ მომენტში, როცა მი-26 ტიპის ვერტმფრენი ხანკალის სამხედრო ბაზაზე დასაჯდომად ემზადებოდა. აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩეჩენმა მეამბოხეებმა იკისრეს მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. უშუალოდ აფეთქების შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტექნიკური გაუმართაობით იყო გამოწვეული. რუსეთის ტელევიზიის ცნობით, დაიღუპა 114 ადამიანი. მაგრამ მსხვერპლის შესახებ ცნობები იცვლება. როგორც ვარაუდობენ, ვერტმფრენში დაშვებულზე გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG