Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კორპორაციამ – ბი-ბი-სიმ


ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კორპორაციამ – ბი-ბი-სიმ – გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე უფრო ცნობილი ასი ბრიტანელის სია.

ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კორპორაციამ – ბი-ბი-სიმ – გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე უფრო ცნობილი ასი ბრიტანელის სია.
სიაში, რომელიც დიდ ბრიტანეთში 30 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგად შედგა, ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან მეფე არტური, ჩარლი ჩაპლინი, ისააკ ნიუტონი, რიჩარდ ბერტონი, უინსტონ ჩერჩილი, ჩარლზ დიკენსი, ახლახან გარდაცვლილი დედოფლის დედა, ჯეი კეი როულინგი და ტოლკინი. ცხადია, სიაში შეხვდებით აწგარდაცვლილი პრინცესა დაიანას სახელსაც. მაგრამ მის ყოფილ მეუღლეს, ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს ბედმა არ გაუღიმა. ჯგუფ ”ბითლზიდან” სიაში მხოლოდ სამნი მოხვდნენ: ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი და ჯორჯ ჰარისონი.
XS
SM
MD
LG