Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ოპერაციები კიდევ უფრო


რუსეთის სამხედრო ოპერაციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩეჩნეთში სამხედრო შვეულმფრენის ავარიაში 116 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ.

რუსეთის სამხედრო ოპერაციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩეჩნეთში სამხედრო შვეულმფრენის ავარიაში 116 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ.
ჩეჩენი სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ”მი-26” ტიპის შვეულმრფენი მათ ჩამოაგდეს. საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარებმა ღამით გროზნოში 4 სპეცოპერაცია ჩაატარეს. ხოლო სარდალ ბორის პოდოპრიგორასგან მიღებული ინფორმაციით, გრძელდება შეტაკება 50-მდე მეამბოხესთან, რომლებიც სოფელ გალზან-ჩუაში არიან გამაგრებული. დღეს რუსეთში შვეულმრენის ავარიის მსხვერპლთა გლოვის დღე იყო გამოცხადებული. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავიაკატასტროფის პასუხისმგებლობა რუს სამხედროებს დააკისრა. პუტინის თქმით, თავდაცვის სამინისტროს აკრძალული ჰქონდა ”მი-26” ტიპის შვეულმფრენით ჯარისკაცების გადაყვანა. პუტინის თქმით: [პუტინის ხმა] ”ჩვენ სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ და წინა ავარიებიდან, მათი მასშტაბისა და შედეგებისაგან დამოუკიდებლად. წინასწარი ანალიზის შედეგები უკვე ცხადჰყოფს, რომ მომხდარი არის ოფიციალურ პირების დაუდევრობის ბრალი”. ამასობაში გრძელდება იმის გამოძიება, თუ რა იყო ავიაკატასტროფის მიზეზი: მეამბოხეების იერიში, ტექნიკური ხარვეზი, თუ შვეულმფრენის გადატვირთვა.
XS
SM
MD
LG