Accessibility links

ჩეხეთში გაიმართა "ვიშეჰრადის ჯგუფში" შემავალი


ჩეხეთში გაიმართა "ვიშეჰრადის ჯგუფში" შემავალი ქვეყნების სამიტი.

ჩეხეთში გაიმართა "ვიშეჰრადის ჯგუფში" შემავალი ქვეყნების სამიტი.
ქალაქ კასტოლოვიცეში გამართულ შეხვედრაზე ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის მოსალოდნელი გაფართოების ისტორიულ მნიშვნელობაზე. მათი ქვეყნები ევროკავშირში, სავარაუდოდ, 2004 წელს გაწევრიანდებიან. ე.წ. ”ვიშეჰრადის ჯგუფის” წლევანდელ სამიტს პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვაშნევსკის, უნგრეთის პრეზიდენტ ფერენც მადლისა და ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის მონაწილეობით, ავადმყოფობის გამო არ დაესწრო სლოვაკეთის პრეზიდენტი რუდოლფ შუსტერი. აი, რა თქვა ვაცლავ ჰაველმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე: [ვაცლავ ჰაველის ხმა] ”ეს არის ამოცანა, რომლის შესრულება ყოველი ევროპელის ინტერესებში შედის. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ, ერთ დროს სხვა სამყაროში მცხოვრებნი, მდიდარი ქვეყნების კლუბში შესვლას ვლამობთ. არა - საქმე ის არის, რომ ევროკავშირის გაფართოება მთელი ევროპის და მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება.” იუწყებიან აგრეთვე, რომ ჰაველმა მადლობა გადაუხადა უნგრელ და პოლონელ კოლეგებს, ჩეხეთში წყალდიდობის შემდგომ დახმარების გაწევის გამო.
XS
SM
MD
LG