Accessibility links

logo-print

ქართველი მწყემსის, ლევან თელიძის თავგადასავალი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის გაზეთი “იზვესტია” ისევ ეძებს ქართველ მწყემსს, ლევან თელიძეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა “მამაცობისთვის ორდენით” დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიით,

თელიძემ საქართველოსა და რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ჩეჩენი მებრძოლების პანკისის ხეობიდან
რუსეთში შესაძლო გადასვლა იქაურ მესაზღვრეებს ამცნო. საქართველოს ხელისუფლება თელიძის გადმოცემას ითხოვს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
არ არის გამორიცხული, რომ მწყემსი რუსეთის სპეცსამსახურების “თამაშისა”
და ჩეჩენ ბოევიკთა ელემენტარული თაღლითობის მსხვერპლი გახდა.


14 აგვისტოს გაზეთი “იზვესტია” წერს, რომ “ამჟამად მამაცი მწყემსი
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა დაცვის ქვეშაა.
შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში მან გვარი გამოიცვალოს და ახალი
დოკუმენტები მიიღოს”.

გაზეთის თქმით, “კანონი “მოწმეთა დაცვის შესახებ” რუსეთში რამდენიმე წლის
წინათ შეიმუშავეს, მაგრამ სახელმწიფო სათათბიროს მიერ ეს დოკუმენტი
დღემდე არ არის მიღებული. თუმცა, რუსეთის სპეცსამსახურებს მოწმეთა დაცვის სფეროში გამოცდილება შეძენილი აქვს და თელიძესაც აქვს შანსი, ამ პროგრამის დაცვის ქვეშ აღმოჩნდეს. მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ თელიძე საქართველოს მოქალაქეა: პროგრამის გამოყენების წესი რეგლამენტირებულია შინაგან საქმეთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით, ხოლო ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის სამმართველოში მოწმეთა დაცვის განყოფილებაა შექმნილი”.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა “იზვესტიას”
განუცხადა, რომ “თელიძეს ექნება ახალი სახელი და გვარი, ახალი
საცხოვრებელი ადგილი და მისი გარეგნობაც შეიცვლება”. გაზეთის
რესპონდენტის თქმით, “ადრე პლასტიკურ ოპარეციებამდე საქმე არ მიდიოდა,
მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ასეთი ოპერაცია გამორიცხული არ არის”.

შემდეგ გაზეთი წერს, რომ “თუ ქართველ მწყემსს მოწმეთა დაცვის პროგრამას მიუსადაგებენ, მაშინ დადგება საკითხი, თუ როგორ გადასცემენ მას პრეზიდენტის
მიერ დაპირებულ ორდენს. თუ თელიძე ორდენს გვარის გამოცვლამდე მიიღებს,
მაშინ შესაბამისი პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს მომავალში. თუკი
ჯილდოს გვარის გამოცვლის შემდეგ გადასცემენ, მაშინ თელიძის გვარზე
გაფორმებული ყველა დოკუმენტის გადაფორმება გახდება აუცილებელი”.

საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ყოველკვირეული “არგუმენტი ი ფაქტი”.
რუსეთის სპეცსამსახურების ანონიმური წყაროს ცნობით, “თელიძის ამბის
გახმაურება ამ სამსახურების “თამაშის” შედეგია: ჩეკისტებმა მისი გვარი
გამოაცხადეს, სახეც უჩვენეს და ამით პანკისის ხეობაში მყოფ თავის აგენტურულ წყაროს, ასე ვთქვათ, “დარტყმა” ააცილეს, ეს გამოუვიდათ კიდეც”.

თელიძეს კი, წერს გაზეთი, არავითარი სარწმუნო ინფორმაცია არ მოეპოვებოდა. “ბოევიკებმა მწყემსისგან სამი ცხვარი იყიდეს ას დოლარად. როდესაც
მეზობლებმა უთხრეს, რომ ფული ყალბია, განაწყენებულმა მწყემსმა ავტომატს
დაავლო ხელი და მთებში გაიქცა, იქ კი რუსეთის მესაზღვრეებს გადაეყარა. აი, ეს
არის მთელი ამბავი”.

გაზეთის თქმით, “მოსკოვის სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ იმაზე,
რომ თელიძეს უკვე ძვირადღირებულ პლასტიკურ ოპარაციას უკეთებენ, ხოლო მოსკოვის შემოგარენში მას ერთოთახიანი ბინა ელოდება.

თავის მხრივ, ქართულმა სპეცსამსახურებმა უკვე განაცხადეს, რომ მტრის
მხარეზე გადასული მწყემსი საქართველოს კიდევ ერთი მოღალატის, უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის კონსპირაციულ ბინაზე იმალება”, – წერს “არგუმენტი ი ფაქტი”.
XS
SM
MD
LG