Accessibility links

logo-print

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა ოპოზიციონერ პოლიტიკოს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა ოპოზიციონერ პოლიტიკოს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ.
გენერალურ პროკურორ სვიატოსლავ პისკუნის თქმით, მან პარლამენტს სთხოვა ტიმოშენკოსთვის იმუნიტეტის მოხსნა, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დაპატიმრება. პისკუნის განმარტებით, გენერალურმა პროკურატორამ გააფართოვა წინა გმოძიების მასშტაბი და აღმოაჩინა სამხილი, რომელიც ცხადჰყოფს ტიმოშენკოს მიერ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობას 2000 წელს ვიცე-პრემიერის პოსტზე საქმიანობის დროს. ტიმოშენკო, რომელიც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ოპონენტებს მიეკუთვნება, სისხლის სამართლის ახალ საქმეს ”პოლიტიკური დევნის” და მისი გაჩუმების მცდელობის ახალ ეტაპს უწოდებს.
XS
SM
MD
LG