Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაითს უოჩი” შეერთებული შტატების


”ჰიუმან რაითს უოჩი” შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებს, ”განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნებად” აღრიცხოს უზბეკეთი და თურქმენეთი

”ჰიუმან რაითს უოჩი” შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებს, ”განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნებად” აღრიცხოს უზბეკეთი და თურქმენეთი
რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლების ფართომსაშტაბიანი ხელყოფის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა შეიზღუდოს ამერიკული დახმარება შუა აზიის ორი ქვეყნისათვის, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეებად ითვლებიან. როგორც ”ჰიუმან რაითს უოჩი” აღნიშნავს, თითქმის 5 წელია, უზბეკეთის მთავრობა სდევნის ისლამის მშვიდობიან მიმდევრებს, ხშირია თვითნებური დაპატიმრების, წამებისა და კანონის უგულებელმყოფელი გასამართლების შემთხვევები. ხოლო თურქმენეთი, ”ჰიუმან რაითს უოჩის” სიტყვებით, არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სახელმწიფო, რომელშიც უკანონოდ არის გამოცხადებული ყველა რელიგია სუნიტური ისლამისა და რუსული მართლმადიდებლობის გარდა.
XS
SM
MD
LG