Accessibility links

logo-print

რუსეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის გეგმას, დაამხოს


რუსეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის გეგმას, დაამხოს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი.

რუსეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის გეგმას, დაამხოს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილე ვიაჩესლავ ტრუბნიკოვის განცხადებაზე დაყრდნობით. ტრუბნიკოვის თქმით, სადამის რეჟიმის დამხობისაკენ მიმართული სამხედრო ოპერაცია საფრთხეს შეუქმნიდა ანტი-ტერორისტული კოალიციის ერთობას და უარყოფით გავლენას მოახდენს არაბულ სამყაროსა და ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე. ტრუბნიკოვის თქმით, დადასტურებული არ არის ერაყის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან”, რასაც აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი ირწმუნება. გარდა ამისა, ტრუბნიკოვმა ”იტარ-ტასთან” ინტერვიუში ”არაკონსტრუქციული” უწოდა ვაშინგტონის კრიტიკას რუსეთის ირანთან ურთიერთობების მისამართით.
XS
SM
MD
LG