Accessibility links

შეერთებული შტატები და ინდოეთი შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ მანევრებს არაბეთის ზღვაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დასახვეწად.

შეერთებული შტატები და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ მანევრებს არაბეთის ზღვაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დასახვეწად.

ეს გარიგება ინდოეთში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის არმიტეჯის და ინდოეთის თავდაცვის მინისტრის ჯორჯ ფერნანდესის მიერ იქნა მიღწეული. არმიტეჯის დელიში ვიზიტის მთავარი თემა ქაშმირის რეგიონია, რომელსაც ინდოეთი და პაკისტანი ედავება ერთმანეთს.
დღეს პაკისტანმა გამოაცხადა, რომ ინდოეთმა ქაშმირში სასაზღვრო პოსტი დაბომბა. ინდოეთი ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ პაკისტანი მაჰმადიანი მებრძოლების ქაშმირში შესვლას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG