Accessibility links

logo-print

უკრაინის დამოუკიდებლობის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით


უკრაინის დამოუკიდებლობის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვაში,

უკრაინის დამოუკიდებლობის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვაში,
რეფორმისტული პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იუშჩენკომ მოუწოდა დღეს ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს
– ოპოზიციას შეუერთდნენ სექტემბრის შუა რიცხვებისათვის დანიშნულ საპროტესტო გამოსვლებში. როგორც მისმა წარმომადგენელმა ირინა ჰერაშჩენკომ განაცხადა, წუხელ იუშჩენკო ოპოზიციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს, კომპარტიის თავმჯდომარეს პეტრო სიმონენკოსა და სოციალისტური პარტიის ლიდერს ოლექსანდრ მოროზს ეთათბირა. მოელიან, რომ საპროტესტო გამოსვლათა მონაწილენი, კიევში, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG