Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-დე ერაყელი ქურთი, რომლებიც არალეგალურად


200-დე ერაყელი ქურთი, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ იტალიაში,

200-დე ერაყელი ქურთი, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ იტალიაში,
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დააკავა დღეს პოლიციამ. იმიგრანტებმა, მათ შორის ორი თვის ბავშვის დედამ, 6 დღე დაჰყვეს გეგმზე, რომლითაც ისინი თურქეთიდან ჩაიყვანეს კონტრაბანდისტებმა. მგზავრობის ბოლო ორ დღეს ქურთებს აღარც წყალი ჰქონდათ და არც საჭმელი. როგორც დაკავებულებმა განაცხადეს, თვითეულმა მათგანმა ევროპაში ჩაყვანისთვის 2, ან 3 ათასი დოლარი გადაუხადა კონტრაბანდისტებს. მარტო მიმდინარე წელს იტალიაში 14 ათასი არალეგალური იმიგრანი დააკავა პოლიციამ, რაც 30 პროცენტით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. სექტემბერში იტალიაში ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG