Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ
ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზაციის მოწოდებით მიმართა ჩრდილოეთ კორეას. წერილობითი მიმართვა, რომელშიც ამგვარი მოწოდებაა გამოთქმული, დღეს გადასცა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ხონ სონ ნამს ფხენიანში ჩასულმა იაპონელ დიპლომატთა დელეგაციამ. ეს პირველი ოფიციალური კონტაქტია ამ ორ ქვეყანას შორის განვლილი 2 წლის მანძილზე. მოლაპარაკება იაპონია-ჩრდილოეთ კორეას შორის 2000 წლის ოქტომბერში შეწყდა მას შემდეგ, რაც ტოკიომ, რამდენიმე იაპონელი მოქალაქის გატაცების თანამონაწილეობაში დაადანაშაულა ფხენიანი. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, იაპონიისაგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვა იმ ზარალისთვის, იაპონიისმიერმა ოკუპაციამ რომ მიაყენა კორეას მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში.
XS
SM
MD
LG