Accessibility links

logo-print

წყლის დონემ, ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს


წყლის დონემ, ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს დუნტიხნუს ტბაში,

წყლის დონემ, ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს დუნტიხნუს ტბაში,
ხუნანის პროვინციაში, 34 მეტრსა და 90 სანტიმეტრს მიაღწია, და საათში 1 სანტიმეტრით მატულობს. ხელისუფლების მონაცემებით, მეტრი და 80 სანტიმეტრიღა რჩება იმ დონემდე, რომელიც 1998 წელს იქნა აღრიცხული გამანადგურებელი წყალდიდობის დროს, რომელის შედეგად 4000 ადამიანი დაიღუპა. დონის მაქსიმუმს, ტბაში, კვირას მოელიან. ორშაბათს, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, პროვინციაში, წვიმებია ისევ მოსალოდნელი. წყალდიდობა განადგურებით ემუქრება დუნტინხუს სანაპიროზე დასახლებულ ათ მილიონ ადამიანს. ტბის ნაპირების გამაგრებაში 1 მილიონიზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. სახიფათო რაიონებიდან 700 000 ადამიანია უკვე ევაკუირებული. ზაფხულის წყალიდობამ ხუნანში 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 27 000 სახლი – დაინგრა.
XS
SM
MD
LG